თბილისი. ორგანიზაცია "ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" (ISC), მარტის პირველ ნახევარში (5-16 მარტი, 2018), თბილისსა და რეგიონებში გეგმავს სტუდენტებთან საინფორმაციო სახის შეხვედრების გამართვას, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების თემაზე.
შეხვედრის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების საჭიროებათა კვლევის შედეგები; მიაწოდოს ინფორმაცია ამავე თემაზე გამოცხადებული სტუდენტური ესსეების კონკურსის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში