თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადობრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს.
სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადა ეთერში განეთავსებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას 1984 წელს მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების საჭიროების თაობაზე. აღნიშნული ნორმატიული აქტი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამი", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი