თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ".
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილი მოდელი, შესაძლოა, ეფექტური იყოს გამოძიების ეტაპზე არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით, თუკი მოხდება კანონპროექტში არსებული რიგი პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების კორექტირება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი