en
ge

საია სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მომხდარის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს

თბილისი. საია სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მომხდარის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 თებერვალს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების მსჯავრდებული ჩ.ნ. თანამესაკნეებმა საპირფარეშოში ყელგამოჭრილი ნახეს.
„საქართველოს უახლოეს ისტორიაში პენიტენციარულ სისტემაში გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია მსგავსი შემთხვევების მიმართ საზოგადოების მომეტებული ინტერესი და უნდობლობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ზედმიწევნით სწრაფად, ეფექტიანად და უზრუნველყოფილი იყოს მომხდარ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენა", - ვკითხულობთ საია-სგანცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)