თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ მოამზადა შენიშვნები და რეკომენდაციები შრომის კოდექსის კანონპროექტის ვერსიაზე. „შესაძლოა შრომის კოდექსში მართლაც საჭიროებდეს ცვლილებებს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რომელიმე მხარის, დამსაქმებელის ან დასაქმებულის, ინტერესების დარღვევით და ის მაქსმილაურად დაბალანსებული უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამსაქმებელი ქმნის სამუშაო ადგილებს, ხოლო დასაქმებული ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ძირითად რესურს წარმოადგენს", ნათქვამია დოკუმენტში.
წყარო: economists.ge