en
ge

კამპანია - „თავშესაფარს მიღმა”

თბილისი. „ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კამპანიას - „თავშესაფარს მიღმა”, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ძალადობის მსხვერპლთა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დროებით მცხოვრებ ქალებს დასაქმებასა და ფინანსურ გაძლიერებაში, რათა მათ აღარ მოუწიოთ ძალადობრივ გარემოში დაბრუნება.
შეგროვილი თანხით თავშესაფრის სამზარეულო აღიჭურვება საჭირო პროფესიული ტექნიკით, რაც იქ მცხოვრებ ქალებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით გაიარონ მზარეულის კურსი, რაც როგორც თავშესაფარში, ასევე თავშესაფრის მიღმა მათ დასაქმებაში დაეხმარება. საჭირო თანხის შეგროვების შემდეგ თავშესაფარში ამუშავდება სოციალური საწარმო - მზა კერძების მიწოდების სერვისი, სადაც დასაქმდებიან ცენტრში მცხოვრები ქალები. გარდა იმისა, რომ ისინი შეიძენენ პროფესიულ გამოცდილებას, თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი შემოსავლით.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)