თბილისი. ორგანიზაცია "ეკოხედვამ/EcoVision" "ევროპული სკოლის" მოსწავლეებისთვის ბიომრავალფეროვნების თემაზე სწავლება ჩაატარა.
სწავლებაში, რომელშიც მონაწილეობა 15-მდე მოსწავლემ მიიღო, მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე - სახალისო შემეცნებით თამაშებს. მოსწავლეებს გადაეცათ ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision"-ის მიერ მომზადებული საბავშვო გარემოსდაცვითი წიგნები და ჟურნალები.
სწავლება ჩატარდა პროექტ "SPARE”-ის (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) მიერ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი