თბილისი. საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, დეა გოშხეთელიანის მიმართ პოლიცია და სასამართლო დაუსაბუთებელ, კანონთან შეუსაბამო და ხელახალი „ვიქტიმიზაციის" საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს იღებენ.
„იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ ქალს შესთავაზოს ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმები, იგი რეპრესიულ ღონისძიებებს იყენებს მსხვერპლის მიმართ. შედეგად, სათანადო ორგანოებისათვის მიმართვა ქალის მდგომარეობას აუარესებს და აიძულებს მას უარი თქვას სახელმწიფოში არსებულ ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების გამოყენებაზე", - აცხადებს საია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი