თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, უნდობლობის გამოცხადებით, შესაძლებელია მერის თანამდებობიდან გადაყენება.
„ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით საკრებულო არღვევს არა მარტო იმ პირის უფლებას, ვისაც მერის თანამდებობა უკავია, არამედ იმ ამომრჩეველთა უფლებებსაც, რომლებმაც ეს პირი თანამდებობაზე აირჩია. არაკონსტიტუციურია, როდესაც საკრებულოს არ ევალება იმ მიზეზებზე მითითება, რის გამოც ხდება ხალხის მიერ არჩეული მერის თანამდებობიდან გათავისუფლება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge