თბილისი. 26 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს ერთობლივი კვლევის - „საქართველოში არსებული ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ქცევის" შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი და გაანალიზებული იქნება საქართველოს კანონმდებლობა (მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტები), საქართველოში არსებული კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების ხედვები და სტრატეგია, აგრეთვე, საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებში არსებული განწყობები და მათ მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აღქმა. კვლევა ეტაპობრივად, 2016-2018 საარჩევნო წლების ციკლში ხორციელდება.
კვლევა განხორციელდა პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის" ქვე-პროგრამის ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების განვითარებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი