თბილისი. 9-11 მარტს, თბილისის კინოს სახლში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ორგანიზებითა და RFSU-ს მხარდაჭერით, იმართება ფემინისტური ფილმების ფესტივალი - „როზადან სიმონამდე".
ქართული და უცხოური ფილმებით შედგენილი სამდღიანი პროგრამა ქალთა საკითხებს სხვადასხვა კუთხით შეეხება. ფესტივალზე მიწვეული სპეციალისტები ფილმებში წამოჭრილ თემებს განავრცობენ და ისაუბრებენ მეამბოხე ქალების, დედობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების, ხელოვნებაში ქალების რეპრეზენტაციისა და სხვა საკითხებზე.
ფესტივალი ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება და მასზე დასწრება თავისუფალია.
წყარო: https://www.facebook.com/events/159032554754993/