თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმეზე, გადაწყვეტილებას 2018 წლის 13 მარტს გამოიტანს.
„სასამართლომ შემაჯამებელი სხდომა გამართა, სადაც პროცესის მონაწილე მხარეებმა საპაექრო სიტყვა წარმოსთქვეს. რამაზ ახვლედიანის წარმომადგენლების მოთხოვნით, მოხდა მტკიცებულებათა კვლევაც. სასამართლო დაინტერესდა და მოისმინა რამაზ ახვლედიანის დასკვნითი სიტყვაც, რომელმაც ისაუბრა ნების საწინააღმდეგო ქონების დათმობის პროცესზე და ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძესთან ერთად, სააქციო საზოგადოება „ლისის ტბის" მეშვეობით ერთობლივ საქმიანობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.barristers.ge