en
ge

კამპანიას „მინდა, ვენდო სასამართლოს”

თბილისი. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას „მინდა, ვენდო სასამართლოს”.
„სასამართლოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ სრული სიმწვავით აჩვენა ის სისტემური პრობლემები, რომლის წინაშეც მართლმსაჯულება დგას. ნათლად გამოჩნდა, რომ ბოლო წლებში სასამართლოში გატარებული რეფორმები ვერ აღწევს მთავარ მიზანს - მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვებს არ იწვევს", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „კოალიცია იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს” და მოითხოვს: პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე; სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან; პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა; პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს".
სრულად 
წყარო: http://www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)