en
ge

კოალიცია - პარლამენტს: არ გაამკაცროთ სანქციები ადმინისტრაციულ გადაცდომებზე

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უარყოფითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება.
„ინიცირებული პროექტის თანახმად, საგრძნობლად იზრდება ჯარიმების ოდენობა წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში - 100 ლარიდან 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის - 250-2000 ლარიდან - 1000-დან 4000 ლარამდე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანს მოსახლეობაში კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოებრივი წესრიგის და კანონმორჩილების მიღწევა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრების და რეპრესიის გაძლიერების გზით თავშივე არასწორ მიდგომაა და ხანგრძლივ პერსპექტივაშიც არაეფექტურია. კანონდარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა სასჯელის გამკაცრება, არამედ კანონის ერთგვაროვანი და სამართლიანი აღსრულება ყველა შეთხვევაში", - ვკითხულობთ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: www.gdi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)