თბილისი. 1 მარტს, განხილულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოძალადის მიერ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი და ძალაში დატოვა. ძალადობაგამოვლილი ქალის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი იცავდა.
„ძალადობაგამოვლილი ქალის დაცვის მიზნით გამოცემული შემაკავებელი ორდერი ითვალისწინებდა მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვას მის საცხოვრებელ ადგილას, სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება. სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო მოძალადის მხრიდან მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com