საქართველო. 2018 წლის 1-2 მარტს, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, მეთიუ ბუსკეტი და მიქაელა ჰაუფი საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს ეწვივნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, სტუმრებმა დაათვალიერეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, საკალმახე „ცისარტყელა". დელეგაციის წევრები, ასევე, ეწვივნენ ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტს ბორჯომში და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებთან შეხვედრა გამართეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბორჯომში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების ინიციატივებსაც გაცნობოდნენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი