თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI), საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას წარმოადგენს.
კვლევის შედეგად, რომელსაც ორგანიზაცია ამ მიმართულებით ატარებს, TI შემდეგ დასკვნას აკეთებს: მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://tkibuli.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს შესაბამისი დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას; საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება არ მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
ტყიბულის საკრებულოს N38 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი