en
ge

საკონსტიტუციო სასამართლომ ინფორმაცია არ გასცა

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გასცა".
„31 ივლისს, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა. კერძოდ, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ 2015 წლის 6 სექტემბერს დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ასლის გადაცემა მოითხოვა. 2017 წლის 25 სექტემბერს, ჩვენმა ორგანიზაციამ, ასევე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსამართლეების მიმართ მიმდინარე დისციპლინური საქმეები, რომლებზეც ჯერ საბოლოო შედეგი არ დამდგარა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)