en
ge

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი „თავშესაფარს მიღმა“

თბილისი. 1-2 მარტს, „ქალთა ფონდმა საქართველოში" ჩაატარა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი „თავშესაფარს მიღმა". მისი მიზანი იყო „ძალადობის მსხვერპლთა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში" დროებით მცხოვრები ქალებისთვის დასაქმებასა და ფინანსურ გაძლიერებაში ხელის შეწყობა.
„ღონისძიება ამავე სახელწოდების კამპანიის ნაწილია, რომელიც გრძელდება. შეგროვილი თანხით თავშესაფრის სამზარეულო აღიჭურვება საჭირო პროფესიული ტექნიკით, რაც იქ მცხოვრებ ქალებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით გაიარონ მზარეულის კურსი, რაც როგორც თავშესაფარში, ასევე თავშესაფრის მიღმა მათ დასაქმებაში დაეხმარება.
საჭირო თანხის შეგროვების შემდეგ თავშესაფარში ამუშავდება სოციალური საწარმო - მზა კერძების მიწოდების სერვისი, სადაც დასაქმდებიან ცენტრში მცხოვრები ქალები. გარდა იმისა, რომ ისინი შეიძენენ პროფესიულ გამოცდილებას, თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი შემოსავლით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)