აჭარა. ბათუმში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
„შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტს შეეხო. ღონისძიებას ბიზნეს-ასოციაციების, დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. მეწარმეებმა DCFTA (საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი) საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებისგან, ევროკავშირის ბაზრისა და შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს", ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: სამინისტროს ვებგვერდი სოციალურ ქსელში