შიდა ქართლი. 9 მარტს „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრ"-თან არსებულ სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებისათვის გაიმართა ტრენინგი „დებატების ხელოვნება".
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის დებატების ხელოვნების სწავლება და გამოყენება.
საგანმანათლებლო მიზნებისა და სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის არსებობს დებატების, როგორც თამაშის მრავალი ფორმატი (კარლ პოპერის, საპარლამენტო). ყოველი მათგანი ავითარებს არგუმენტირებული კამათის კულტურას, კრიტიკულ აზროვნებას, სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებასა და საჭირო ინფორმაციების მოძიების უნარებს.
ტრენინგის შემდეგ კვირას გაიმართება დებატები ახალგაზრდებისთვის საინტერესო, სხვადასხვა თემებზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში