en
ge

PHR ბავშვებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტურ შესაძლებლობას ითხოვს

თბილისი. 2017 წლის 25 ოქტომბერს PHR-მა სახალხო დამცველს სახელმწიფოს მხრიდან, არასრულწლოვნის მიმართ, ასაკის ნიშნით, დისკრიმინაციის დადგენის მიზნით მიმართა, ორგანიზაციამ მიუთითა, რომ არსებული რეგულაცია, რომელიც არასრულწლოვანს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას უზღუდავს დისკრიმინაციულია და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო და შიდასამართლებრივ ნორმებთან.
„ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით 17 წლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა არასრულწლოვანმა მიმართა, რომელიც ირიცხებოდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ვინაიდან არასრულწლოვნის დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ჰქონდა ერთთვიანი ვადა, ბავშვი საჭიროებდა დაუყოვნებლივ იურისტის დახმარებას, სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემაზე მიმართვის მიზნით. ბავშვსა და ორგანიზაციის იურისტებს შორის მინდობილობის გაფორმებისთვის აუცილებელი იყო არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ორგანიზაციის იურისტებმა ბავშვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართეს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" და სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდს" , რათა მათ მიეცათ ორგანიზაციისთვის თანხმობა ბავშვისთვის იურიდიული დახმარების გაწევის თაობაზე. სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ მიმართვაზე დროული რეაგირება არ განხორციელებულა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)