en
ge

ომბუდსმენთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. 14 მარტს, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. მათ რუსეთისა და ცხინვალის საზოგადოებას, პასუხისმგებელ პირებს მოუწოდეს, ყველა მათ ხელთ არსებულ საშუალებას მიმართონ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლის გადაეცეს მის ოჯახს.
„მივმართავთ რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ყველამ მოვუწოდოთ შესაბამისი გავლენის მქონე პირებს, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს.
ასევე, მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რათა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს", ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)