en
ge

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენ კანდიდატთა სია

თბილისი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N 588 განკარგულებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) წარსადგენი კანდიდატთა სია დამტკიცდა.
„14 მარტს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები გაესაუბრნენ ექვსივე კანდიდატს, რომელთაგანაც მათთვის კომისიის წევრების მიერ მინიჭებული საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით შედგა შემდეგი სია:
1. ვლადიმერ მკერვალიშვილი
2. ანა არგანაშვილი
3. თეა ჯალიაშვილი
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO) არის დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი ორგანო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს წევრი სახელმწიფოების მიერ ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვეცია), შესრულებაზე.
საქართველოსთან ერთად GREVIO-ში ასარჩევი კანდიდატების (მაქსიმუმ 3 კანდიდატი) წარდგენის უფლება ჰქონდა 16 ქვეყანას.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წარდგენილ კანდიდატთა სიას გადასცემს კონვენციის მხარეთა კომიტეტს განსახილველად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)