თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტის, მაგდა ჯიმშელეიშვილის დახმარებით მოქალაქე მაია მახაჭაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დავა მოუგო თბილისის 144-ე საბავშვო ბაგა-ბაღს.
„სასამართლომ მაია მახაჭაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. მოპასუხე მხარეს დაევალა მახაჭაშვილის სამსახურში აღდგენა და განაცდურის სახით 10 000 ლარის ანაზღაურება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში