en
ge

ხელსაქმის გაკვეთილები ახალგაზრდა ქალებისთვის

სამეგრელო. 13-14 მარტს, ზუგდიდში ახალგაზრდა ქალებისათვის ხელსაქმის გაკვეთილები დაიწყო.
„პოლიმერულ თიხასა და სუტაჟის ტექნიკაზე მუშაობა 50-მდე მონაწილისათვის 4 თვის მანძილზე გაგრძელდება. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეები პარალელურად სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ გაიმართება ბიზნეს ტრენინგები, რომლის მიზანია მონაწილეებისათვის მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარება და ბიზნესის მართვის უნარების გაზიარება. პროექტი „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა" ანალოგიური ფორმატით აფხაზეთშიც მიმდინარეობს. პროექტის დასასრულს მონაწილეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიმართება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)