თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „რუსთავი 2"-თან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირბეით, განცხადებას აკეთებს.
„რუსთავი 2”-ს შენობასთან „ქართული მარშის" წევრებმა აქცია გამართეს და რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და იურისტს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრეთვე თავს დაესხნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. მნიშვნელოვანია, რომ თავად ,,რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭომ დროულად განიხილა შესული საჩივარი. საია მოუწოდებს ყველა პირს, თავისი ინტერესების დასაცავად რეაგირება მოახდინონ სამართლებრივი და არა ძალადობრივი გზით. მიგვაჩნია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის შემდეგი დანაშაულების ნიშნებს", - აცხადებს საია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი