თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" იცავს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის, ინტერესებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სასამართლო დავაში. სასამართლოში, კოალიცია, მაია ბაქრაძის სახელით, მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას.
კოალიცია მიიჩნევს, რომ მაია ბაქრაძის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის" თავმჯდომარეობითა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული შეხედულებებით არის განპირობებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
წყარო: კოალიციის ვებგვერდი