თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია „ობიექტივის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.
„მათი თქმით, უკანონო მშენებლობის თემაზე მუშაობისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტსა და ოპერატორს", - ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად, ადეკვატურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი