თბილისი. საია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისაკენ მოუწოდებენ. მოთხოვნის მიზეზია ორი სისხლის სამართლის საქმე, რომლებშიც, სავარაუდოდ, სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.
„ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურება, ხოლო მეორე შემთხვევაში, პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ამ დრომდე განხორციელებული ხარვეზიანი მართლმსაჯულებაზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, მის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას", - აცხადებენ ორგანიზაციები.
წყარო: gyla.ge