თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) „ობიექტივის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
„ტელეკომპანია „ობიექტივის” წარმოადგენლების თქმით, 20 მარტს სიუჟეტის მომზადების პროცესში ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის გადაღებისას, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. საქმეში იკვეთება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. მნიშვნელოვანია, რომ საქმეს მიენიჭოს სწორი კვალიფიკაცია და დროულად მოხდეს გამოძიება", - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი