თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან განვითარებულ მოვლენებს, ასევე, მედია-კავშირ „ობიექტივის" გადამღებ ჯგუფზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს.
სახალხო დამცველი მიესალმება სამართალდამცავი ორგანოს მიერ „რუსთავი 2"-თან მომხდარის გამო განხორციელებულ დროულ რეაგირებას, მიიჩნევს რა, რომ დანაშაულზე მყისიერ სამართლებრივ პასუხს მნიშვნელობა აქვს დაუსჯელობის განცდის გასაქარწყლებლად და სამომავლო შემთხვევების პრევენციისათვის.
სახალხო დამცველი, ასევე, აღნიშნავს, რომ თვალყურს მიადევნებს ტელეკომპანია „ობიექტივის" საქმეს, სადაც გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი