თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს კვლევას - „ნარკოტიკკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში - 2017 წლის ტენდენციები".
კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და 2017 წელს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე გამოტანილ განაჩენს მიმოიხილავს. როგორც კვლევის შესავალში ვკითხულობთ, EMC-იმ შეისწავლა ნარკოტიკული დანაშაულების განხილვის ტენდენციები და მოამზადა დოკუმენტი, რომელიც აფასებს ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პრაქტიკას საერთო სასამართლოებში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი