თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტისთვის საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას.
„საზოგადოებამ, 37000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნათლად გამოხატა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობა და ახლა ისტორიული ნაბიჯი საქართველოს პარლამენტმა უნდა გადადგას. საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებული გამოწვევები ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას და ყველა უწყების, მათ შორის, პარლამენტის მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი