სამეგრელო. 26 მარტს სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის" პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები დაესწრნენ შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი, პროკურორი ილია ტორუა.
„შეხვედრაზე პროკურორმა ისაუბრა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თანატოლებში გახშირებულია ქურდობა, ძარცვა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება", ნათქვამია ასოციაცია „ათინათის" ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში