აჭარა. ხულოს მუნიციპალიტეტში ხორვატიის განვითარების ქსელმა (HMRR) ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრები ჩაატარა.
შეხვედრების მიზნები იყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიმდინარე სამუშაო ეტაპის და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მეთოლოგიური მიდგომის განსაზღვრა. დაინტერესებულ მხარეთა ანალიზისა და SWOT ანალიზის დასრულება, ხულოს LAG-ის ტერიტორიული ხედვის სამუშაო ვერსიის შემუშავება და მომდევნო აქტივობებისთვის სამუშაო გეგმის მომზადება.
შეხვედრები ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში", რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი