en
ge

ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთათვის

თბილისი. 23 მარტს, „მოძრაობამ ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებას აღწერს.
„კვლევის ფარგლებში განხორციელდა ქვეყნის კანონმდებლობის ანალიზი და მისი შესაბამისობის დადგენა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების" კონვენციის დებულებებთან. შედგა შეხვედრები ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან, დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად. ჩატარდა ფოკუს ჯგუფი შშმ პირებთან, რომლებიც ხშირად სარგებლობენ სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებებით, შემუშავებულ იქნა 3 სახის კითხვარი და განხორციელდა სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგი.
შშმ პირთა მიმართ მოქმედი პოლიტიკის და პროგრამების ანალიზის, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი ბარიერების და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით პროექტის გუნდის მიერ შემუშავებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)