თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ანგარიში 2017 წლის 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს.
ანგარიშში დაწვრილებით ასახულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამებისას გამოვლენილი დარღვევები. წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც თან ახლდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ანგარიშში ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც, ვფიქრობთ, დაეხმარება საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს განამტკიცონ მიღწევები და აღმოფხვრან არსებული ხარვეზები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი