თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2017-2018 წლებში, კანონის უზენაესობის მდგომარეობა საქართველოში საგრძნობლად გაუარესდა.
ამ დასკვნას IDFI მის მიერ გაკეთებული შედარებითი ანალიზის შედეგად აკეთებს. ანალიზის მიზანია: „მსოფლიო სამართლის პროექტის" მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს მაჩვენებლების განხილვა, 2012 წლიდან დღემდე, კონკრეტული მიმართულებებით არსებული პროგრესისა და რეგრესის გამოვლენა და საქართველოს შედეგების შედარება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მაჩვენებლებთან.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი