თბილისი. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური დახმარებით გამოიცა შედარებითი კვლევა: „დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა: საქართველოს, სომხეთის და ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობების შედარებითი ანალიზი".
„დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული დომინირებული მდგომარეობის მქონე საწარმოების მხრიდან ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება თავიანთ ეკონომიკურ სექტორში და ასევე აცილებულ იქნას კონკურენციის იმგვარად დამახინჯება, რაც საზიანოა სხვა ეკონომიკური აგენტებისა და მომხმარებლებისათვის. კონკრეტულად, ეს ამკრძალავი მექანიზმი არსებობს იმიტომ, რომ დაცულ იქნას თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია ბაზრებზე საბაზრო ძალაუფლების კონტროლის გზით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში