en
ge

კონსტიტუციური ცვლილებები პროცედურული დარღვევით არის მიღებული

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 23 მარტს, მესამე მოსმენით, კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება.
„როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დროს პარლამენტს განსახილველად კონსტიტუციის ახალი რედაქცია წარედგინა (პრეამბულიდან- გარდამავალი დებულებების ჩათვლით). ამ პროცესის პარალელურად განხორციელდა რიგი რედაქციული, ტექნიკური და შინაარსობრივი სახის ცვლილებები.
შინაარსობრივი ცვლილებების თვალსაზრისით განსაკუთრებით პრობლემურია, კონსტიტუციის მე-18 მუხლში - ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით შეტანილი ცვლილება. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მთავარი მიზანი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება იყო, მაგრამ ეს ცვლილებები არა თუ ვენეციის კომისიისთვის წარდგენილ ვერსიაში, არამედ, ინიცირებულ ვარიანტშიც არ ყოფილა. ასევე, ცვლილებაზე საუბარი არ იყო ცვლილებების განმარტებითი ბარათის ტექსტშიც. აღნიშნული ცვლილების გახმაურება მოხდა საყოველთაო სახალხო განხილვის ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ", ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)