თბილისი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 26 მარტის სხდომაზე მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, განაცხადა, რომ აპირებს დღის წესრიგში დააყენოს საბჭოს სხდომების დახურვის საკითხი.
"აღსანიშნავია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრის ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ისე დემოკრატიული მართვის პრინციპებს. ამგვარი ინიციატივა მხოლოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საბჭოში განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის და სასამართლოს რეპუტაციისთვის.
მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სათანადოდ შეაფასოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ინიციატივის დამაზიანებელი ეფექტი სასამართლოს დამოუკიდებლობის, მის მიმართ ნდობის, სასამართლოს რეპუტაციის და დემოკრატიული მართვის პრინციპებისათვის. საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პატივისცემა სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვისადმი და არ დაუშვას მათი ხელყოფა”, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge