en
ge

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციის პროცესის ანალიზი

თბილისი. არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი აქვეყნებს კვლევას: „კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის საკითხებზე".
„წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების, კერძოდ, პირობით მსჯავრდებულთა და ყოფილ მსჯავრდებულთა სოციალური ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების გაუმჯობესებისკენ.
კვლევაში მიმოხილულია სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული პროგრამები და მათი ცალკეული მიმართულებანი: გათავისუფლებისთვის მზადება, ჯანდაცვა, პროფესიული განათლება, განსახლება, დასაქმება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რომელთა მიზანია ყოფილი პატიმრებისა და პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა", ნათქვამია დოკუმენტში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)