მცხეთა-მთიანეთი. 29–30 მარტს, მცხეთაში, სასტუმროში „ჯინო ველნეს მცხეთა", გაიმართა ტრენინგი „ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე".
„ტრენინგში მონაწილეობდნენ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენერები. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების გაცნობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში