en
ge

საგამოძიებო სისტემის ანალიზი

თბილისი. 4 აპრილს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) და „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ" (სიფა) ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია გამართეს. „ღონისძიებაზე წარმოდგენილი კვლევა - „საგამოძიებო სისტემის ანალიზი", ეხებოდა საგამოძიებო უწყებების ინსტიტუციურ მოწყობას, გამოძიების პროცესში გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხს, ინდივიდუალური გამომძიებლების კვალიფიკაციისა და მომზადების დონეს, ასევე, პროკურორის როლთან, გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კვლევა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივის დახმარებით, ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მიმოიხილავს სხვა ქვეყნების სამართლებრივ სისტემებსა და გამოცდილებას, აგრეთვე საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის კუთხით არსებულ ვითარებას. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია რელევანტური ნორმატიული აქტები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)