კახეთი. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე კახეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის თელავის ოფისის თანამშრომლებთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთან ერთად გაიმართა.
ამ საინფორმაციო ღონისძიების მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული გენდერული საბჭოების შესახებ ინფორმაციის მიღება და მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობისა და გეგმების გაცნობა წარმოადგენდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი