თბილისი. რადიო „თავისუფლება" საერთაშორისო ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის" კვლევის: „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018" მიმოხილვას აქვეყნებს.
„ანგარიშის თანახმად, საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია ორი მიმართულებით: მედიის დამოუკიდებლობა: 4 (2017) – 4,25 (2018); სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა: 4,75 (2017) – 5 (2018).
არაფორმალური მმართველობა - ეს არის კიდევ ერთი საკვანძო დაბრკოლება საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის, ფუნქციონირებისათვის. ანგარიშის მიხედვით, ფართოდაა ცნობილი, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არაფორმალური გავლენით სარგებლობს", ნათქვამია კვლევაში.
წყარო: www.radiotavisupleba.ge