თბილისი. 9 მარტს, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია – „გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება საქართველოში". მას
ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის
სტუმრები იყვნენ ღია საზოგადოების ფონდების საპატიო პრეზიდენტი, Human Rights Watch-ისა და არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის დამფუძნებელი - არიე ნაიერი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი და ამჟამად ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი იურიდიული და კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებების სფეროში - თომას ჰამერბერგი.
კონფერენციის
მსვლელობისას განხილულ იქნა გარდამავალ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება.
წყარო:www.osgf.ge