en
ge

საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს გლობალური ლიდერი

სამცხე-ჯავახეთი. 13 აპრილს, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შესატანი იდეები.
„ინიცირებული იდეების მიზანია საქართველოს პარლამენტის ანგარიშვალდებულების, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებისა და საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა"
შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ჯომ პაუელმა განცხადა, რომ „საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მყოფ საქართველოს მის ბევრ წარმატებაზე შეუძლია ისაუბროს. ღია მმართველობის პარტნიორობის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (Independent Reporting Mechanism – IRM) ბოლო ანგარიში გამორჩეულ პროგრესზე მიუთითებს: თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედება, მოქალაქეთა ჩართულობა აუდიტის პროცესში და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება. 2017 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, ფისკალური გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს ბევრ ძველ დემოკრატიას, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. საქართველოს იუსტიციის სახლის იდეა, როგორც ერთიანი სივრცე, სადაც მოქალაქეებს მარტივად და ქრთამის გარეშე შეუძლიათ ძირითადი სამთავრობო სერვისების მიღება, რამდენიმე ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. სხვა ქვეყნებს შეუძლიათ გაიზიარონ ამ რეფორმების შედეგად მიღებული გამოცდილება, რათა აღადგინონ მთავრობის მიმართ ნდობა, სამართლიანად განკარგონ ბიუჯეტი და შეამცირონ კორუფცია".
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)