თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება „ნტვ-პლუსი"-სთვის ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა.
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ამდენად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის მსურველი პირიც რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში. შესაბამისად, კომისია არ იყო უფლებამოსილი „ნტვ-პლუსი"-სთვის ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა.
საია მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, შეუჩეროს ავტორიზაცია თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე საქართველოში ავტორიზებულ „ნტვ-პლუსი"-ს და მიმართვის შემთხვევაში თავიდან იმსჯელოს ახალი - საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტის ავტორიზაციის საკითხზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge